Thumbnail

თბილისის ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს სოსო ფრუიძე ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ხელშეკრულება წლის ბოლომდეა გათვლილი.

2020 წლის ეროვნული ლიგა ყველაზე კარგად ლოკომოტივმა დაიწყო. თბილისურმა გუნდმა პირველ ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, თუმცა შემდეგ კორონავირუსის გამო ჩემპიონატი შეწყდა და უცნობია, როდის განახლდება. კრიზოსულმა ვითარებამ ლოკომოტივს პრობლემები შეუქმნა და შედეგად, გუნდიდან მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე წავიდა. 

ამ თემაზე პოპსპორტი ლოკომოტივის ტექნიკურ დირექტორს, გიორგი ყიფიანს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ კლუბში ფინანსების ოპტიმიზაცია მოხდა, ხელფასები შემცირდა და სწორედ ამის მიზეზი იყო კორღალიძის წასვლა.

სოსო ფრუიძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელია საქართველოში. ბოლო 12 წლის განმავლობაში საჩხერის ჩიხურას ედგა სათავეში.

კომენტარები

ბოლო ამბები