Thumbnail

NBA დასრულდება, ოღონდ გულშემატკივრის გარეშე და ერთ ლოკაციაზე

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ESPN-ის ცნობით, NBA-ს ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს სეზონი. ფეხბურთისგან განსხვავებით, საკალათბურთო სამყაროს უფრო მეტი დრო აქვს და ამინდზე დამოკიდებული არ არის. სეზონი ოქტომბრის ბოლოს იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგას შეუძლია სეზონის განახლება ივლისამდე ან თუნდაც აგვისტომდე გაწელოს.

ბრაიან უინდჰორსტი მიიჩნევს, რომ ლიგა ჩინეთის მოდელის გამოყენებას აპირებს. ჩინეთში ყველა გუნდი ერთ, ცენტრალიზებულ ლოკაციაზე იკრიბება, ერთ სასტუმროში ცხოვრობს და გარე სამყაროსთან კონტაქტი არ აქვს. გუნდები ერთ დარბაზში ითამაშებენ და ასე, შემჭიდროებულ ვადებში დაასრულებენ ჩემპიონატს.

გეგმის მიხედვით, NBA-ს გუნდებიც ერთ სივრცეში იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და ითამაშებენ, გულშემატკივრის და გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე. ასეთ ლოკაციად ლას ვეგასი, ბაჰამის კუნძულები ან ჩრდილო-დასავლეთში კოლეჯის კამპუსი მიიჩნევა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ცოტაა და საფრთხეც ნაკლებია.

ლიგის ხელმძღვანელობა თანხმდება, რომ სეზონი უნდა დასრულდეს. სხვა შემთხვევაში ფინანსური ზარალი ძალიან დიდი იქნება. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება არასტანდარტული სეზონი.

კომენტარები

ბოლო ამბები