Thumbnail
  • Eurohoops-მა ქართველი კალათბურთელი ტურნირის უმთავრეს ვარსკვლავებში დაასახელა
  • ბასკონიის სუსტი თამაშის მიუხედავად, თორნიკე შენგელიას ჩინებული სტატისტიკა აქვს

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში, ფაქტობრივად, ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია და გამონაკლისი არც საკალათბურთო ევროლიგაა, სადაც თორნიკე შენგელიას ბასკონია თამაშობს.

მოხერხდება თუ არა უმთავრესი ევროპული საკალთბურთო ტურნირის განახლება ჯერაც უცნობია, ამდენად, Eurohoops-მა სეზონის გასული ნაწილის შეჯამება გადაწყვიტა და საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელშიც ქართველი ლეგიონერიც მოხვდა.

აი, როგორ ახასიათებს ცნობილი საკალათბურთო ვებგვერდი შენგელიას.

თორნიკე შენგელია

ქართველ კალათბურთელს მიმდინარე სეზონში ერთ რამეში არ გაუმართლა. მისი ბასკონია სათანადო დონეზე ვერ ირჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენგელია უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის უმთავრესი კანდიდატი იქნებოდა.

ის ნამდვილი ვარსკვლავია, რომელიც ბასკონიელთა ცუდი შედეგების გამო იჩრდილება.

თორნიკე გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმს აკეთებს. მისი სტატისტიკური მაჩვენებლები კარიერაში საუკეთესოა და არც შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მან ბასკონიას რამდენიმე მატჩი პირადად მოაგებინა.

შენგელია როგორც საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტით, ასევე ქულების მიხედვით, მთელს ლიგაში მე-6 ადგილზეა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

თითქოსდა, გასაკვირი უნდა იყოს, როგორც შეიძლება მოხვდეს სიმბოლურ ხუთეულში კალათბურთელი, რომლის გუნდიც სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, თუმცა, შენგელია მეტსაც იმსახურებს.

თორნიკე შენგელიას შედეგიანი სეზონი აქვს

სრულად, Eurohoops-ის მიერ შერჩეული ნაკრები ასე გამოიყურება:

შეინ ლარკინი (ანადოლუ ეფესი, 25 მატჩი, 22.2 ქულა, 3.1 მოხსნა, 4.1 პასი, 25.8 სარგებლიანობის კოეფიციენტი).

მაიკ ჯეიმსი (ცსკა, 28 მატჩი, 21.1 ქულა, 3.3 მოხსნა, 4.3 პასი, 20.9 სარგებლიანობის კოეფიციენტი).

ფაკუნდო კამპაცო (რეალი, 28 მატჩი, 9.9 ქულა, 2.3 მოხსნა, 7.1 პასი, 15.4 სარგებლიანობის კოეფიციენტი).

ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, 28 მატჩი, 19.0 ქულა, 6.9 მოხსნა, 1.6 პასი, 22.5 სარგებლიანობის კოეფიციენტი).

თორნიკე შენგელია (ბასკონია, 28 მატჩი, 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა, 2.9 პასი, 18.5 სარგებლიანობის კოეფიციენტი).

კომენტარები

ბოლო ამბები