Thumbnail

ანტონიო კასანო: მარადონას ფანები უნდა შეეგუონ, რომ მას მესიმ აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'როდესაც მესი თამაშობს, მისი გუნდი უკვე 1:0-ს იგებს'
  • ანტონიო კასანომ არგენტინელი ვარსკვლავები ერთმანეთს შეადარა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იტალიური ნაპოლის ექს-ფორვარდი დიეგო მარადონა და ესპანური ბარსელონას მოქმედი ვარსკვლავი ლიონელ მესი შეადარა და უპირატესობა ამ უკანასკნელს მიანიჭა.

“მარადონა საოცრებებს 4-5 წლის განმავლობაში სჩადიოდა, მესი კი იგივეს უკვე 15 წელია აკეთებს.

ლეოს აქტივში 710 გოლი და 300 საგოლე პასი აქვს. როდესაც მესი თამაშობს, მისი გუნდი უკვე 1:0-ს იგებს.

მარადონას ფანები ამას უნდა შეეგუონ. არსებობს ვიღაც, ვინც დიეგოს აჯობა”.

კასანოს კარიერის განმავლობაში ბარის, რომას, რეალის, სამპდორიას, მილანის, ინტერის, პარმასა და ვერონას რიგებში უთამაშია, იტალიის ნაკრებში კი 39 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები