Thumbnail

პროფესიული ფეხბურთი მთელ პლანეტაზე გაჩერებულია - ბელარუსის გარდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბელარუსში ფეხბურთი არ წყდება
  • ამან ჩემპიონატისადმი დაინტერესებას საგრძნობლად გაზარდა...

ინსტაგრამის ბმულზე მოცემული ფოტოები ბელარუსის პრემიერლიგის მატჩისას არის გადაღებული, სადაც მინსკის დერბია აღწერილი, რომელშიც მინსკმა მინსკის დინამო - 3:2 დაამარცხა...

პროფესიული ფეხბურთი მთელ პლანეტაზე გაჩერებულია, თუმცა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ბელარუსში ჩემპიონატი არ წყდება და მატჩები ისევ მიმდინარეობს.

ლიგა უკვე უცხოელ გულშემატკივრებს იზიდავს და ახალი სატელევიზიო კონტრაქტების მოძიებას ცდილობს. ბელარუსში ჩემპონატის შეწყვეტას ან მატჩების გადადებას არ აპირებენ...

ამ გადაწყვეტილებამ, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას ახალი შესაძლებლობები გაუხსნა, ჩემპიოანტის პაკეტი უკვე შეიძინეს - რუსეთის, ისრაელის და ინდოეთის ტელევიზიებმა. "უპრეცენდენტო სიტუაცია გვაქვს..." - ამბობს ალექსანდრ ალენიკი, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-მდივანი.

კომენტარები

ბოლო ამბები