Thumbnail

'თუ ვერ ვასრულებთ, შევწყვიტოთ სეზონი' - ამბობს ჰარი კეინი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისის კაპიტანი ამბობს, რომ მომავალი სეზონი არ უნდა გადაიდოს
  • დარჩენილი ტურების მატჩები სავარაუდოდ  ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდება...

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა - ჰარი კეინმა განაცხადა, რომ პრემიერლიგის სეზონი ივნისის ბოლომდე თუ ვერ დასრულდება (რომელიც ახლა აპრილის ბოლომდე შეწყვეტილია), მაშინ უნდა გაუქმდეს.

ტოტენჰემ ჰოთსპურის ლიდერის აზრით, არაპრაქტიკული იქნება სეზონის დარჩენილი ნაწილის მთელ ზაფხულზე გადანაწილება, რადგან ეს მომდევნო სეზონის გადაწევას გამოიწვევს.

"ვიცი, რომ პრემიერლიგა ყველა ძალებით ცდილობს, რომ მიმდინარე სეზონი დასრულდეს და ეს ასეც უნდა მოხდეს იდეალურ სიტუაციაში. მაგრამ ამის გამო შემდეგი სეზონის გადაწევა არაპრაქტიკული მგონია." - ამბობს კეინი.

"თუ სეზონი ივნისის ბოლომდე ვერ დავასრულეთ, მაშინ მგონია, რომ სხვა გამოსავალი უნდა ვიპოვნოთ და მომავალი სეზონის გამართულად ჩატარებაზე ვიზრუნოთ." - დაამატა კაპიტანმა ჯეიმი რედნაპთან ინსატგრამ ლაივის დროს საუბრისას.

განიხილება ერთი ვერსია, რისი მიხედვითაც, პრემიერლიგის დარჩენილი ტურების ყველა მატჩი დახურულ მოედნებზე გაიმართება, მხოლოდ ფეხბურთელები, სამსაჯო ბრიგადა და კლუბის .

კომენტარები

ბოლო ამბები