Thumbnail
  • 5 საუკეთესო გამტანი მეკარე
  • ჩილავერტი, იგიტა, ბუტი და სხვა კიპერები...

როდესაც მეკარე გოლს იტანს, ეს ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ნამდვილი ზეიმია, ისეთი რაღაცის მომსწრე ხდები, რაც დიდ ფეხბურთში შეიძლება წელიწადში ერთხელ მოხდეს. ქვევით შეგვიძლია გავიხსენოთ გოლის გამტანი რამდენიმე მეკარე.

1. როჟერიო სენი - 132 გოლი

გახსოვთ სენი? ბრაზილიის ნაკრების და სან პაულუს ყოფილი მეკარე, რომელმაც კარიერაში - 132 გოლი გაიტანა. სენი, პენალტებთან ერთად, ჯარიმასაც მაგრად ურტყამდა. 132 გოლიდან, კოლორიტულ "კიპერს" 61 საპენალტო ნიშნულიდან აქვს გატანილი.

2. ხოსე ლუის ჩილავერტი - 62 გოლი

სან ლორენცოს, სარაგოსას და ველეს სარსფილდის ქარიზმატულ მეკარეს - ხოსე ლუის ჩილავერტს კარიერაში 62 გოლი აქვს გატანილი, ჩილავერტი ცნობილი იყო თავისი საჯარიმო დარტყმებით. პარაგვაელმა ამ 62-დან, 8 გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით გაიტანა.

3. დიმიტრი ივანკოვი - 42 გოლი 

ბულგარეთის ნაკრების მეკარემ (1998-2010) კარიერაში 42 გოლი გაიტანა, სოფიას ლევსკის ლეგენდამ კარიერის ბოლო წლები თურქეთში გაატარა, სადაც 2005-2011 წლებში კაისერისპორის და ბურსასპორის ღირსებას იცავდა.

4. რენე იგიტა - 41 გოლი

1995 წელს უემბლიზე შესრულებული 'სკორპიონის დარტყმით' კოლუმბიელ საკულტო მეკარეს, კარიერაში 41 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 3 ეროვნული გუნდის მაისურით. იგიტა ცნობილი იყო, როგორც 'ლიბერო-მეკარე', რომელსაც საჯარიმოს გარეთ გამოსვლა ძალიან უყვარდა.

5. ჰანს-იორგ ბუტი - 32 გოლი

ბუტზე წინ რეიტინგში - ჯონი ვეგას ფერნანდესი (პერუ) და მარსიო (ბრაზილია) დგანან, თუმცა არცერთ მათგანს იუვენტუსისთვის 3 გოლი არ გაუტანია. ჯამში ყველა ტურნირში ერთად ბუტს 32 გოლი აქვს გატანილი, აქედან 26 ბუნდესლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები