Thumbnail

'კაკას გაუმჯობესებული ვერსია' - რეალი ბრაზილიელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მადრიდის რეალი ბრაზილიური სან პაულოდან იგორ გომესის ტრანსფერს გეგმავს.

ესპანური ცნობით, 21 წლის ნახევარმცველს, რომელსაც ადგილობრივ პრესაში “კაკას გაუმჯობესებულ ვერსიას” უწოდებენ, რეალის სკაუტები დიდი ხანია აკვირდებიან.

“ასეთი შედარებები ყოველთვის კარგი არ არის, რადგანაც ფეხბურთელებს წნეხის ქვეშ აქცევს.

თუმცა, აღნიშნულში სიმართლეც არის. ის სტილით ნადვილად წამაგავს”, - ამბობს თავად კაკა.

ცნობისთვის, გომესს სან პაულოს მაისურით 44 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, რეალის გარდა კი, ბარსელონას, სევილიასა და აიაქსის ინტერესის სფეროშიც გახლავთ.

ბრაზილიელი ტალანტის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც მის მსურველს 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები