- ‘ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ ფეხბურთის თამაში უნდა განვაგრძოთ’
- ფილიპო ინძაგის ბენევენტო სერია A-სთან ძალიან ახლოსაა
- 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად
ფილიპო ინძაგი, რომელიც ამჟამად ბენევენტოს მთავარი მწვრთნელია, მსოფლიოში და განსაკუთრებით, იტალიაში გავრცელებული კორონავირუსის მიუხედავად, სეზონის განახლების მომხრეა.
“ვერც კი წარმომიდგენია, რომ სეზონი არ დავასრულოთ. არაორდინალური სიტუაცია შეიქმნა და აზრებიც გაყოფილია. შესაძლოა, ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ ფეხბურთის თამაში უნდა განვაგრძოთ.
პირადად მე თანახმად ვარ, გუნდები მინდორზე ივლისსა და აგვისტოშიც კი გავიდნენ. ამაზე ფეხბურთელებსა და პრეზიდენტს ვესაუბრე და ისინიც იგივე აზრზე არიან. შექმნილმა სიტუაციამ ყველაფერი არ უნდა ჩამოშალოს”, - განუცხადა პიპომ Sky Sport Italia-ს.
ის, რომ ინძაგის სეზონის ჩაშლის წინააღმდეგია, გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ.
საქმე ისა, რომ მის ბენევენტოს სერია B-ს 28 მატჩში მხოლოდ 1 წაგება გააჩნია და მე-2 ადგილზე მყოფ კროტონეს 20 ქულით უსწრებს, ამდენად, სერია A-ში აღზევება ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 92 472-ს უტოლდება, გარდაცვლილი კი 10 023 ადამიანია.
მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების 684 825 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 32 182 ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები