Thumbnail

მესის ორეულის ფოტო პირდაპირ ეთერში - ფრანგული არხის სახალისო შეცდომა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტელეარხმა M6 ირანელი რეზა პარასტეში ლიონელ მესისგან ვერ გაარჩია
  • მოლოდინისამებრ, ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ფრანგულმა ტელეარხმა M6 ბარსელონას ვარსკვლავის ლიონელ მესის ნაცვლად, პირდაპირ ეთერში მისი ირანელი ორეულის – რეზა პარასტეშის ფოტო გაუშვა.

არხს სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული იმ სპორტსმენების შესახებ, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის დროს, მედიცინის მუშაკებს ფულადი სასხრებით ეხმარებიან.

M6-მა ფონზე შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერისა და ვითომდა ლიონელ მესის, სინამდვილეში კი, ხსენებული ირანელის ფოტოები გამოიყვანა და წამყვანმა ისიც მოჰყვა, რომ ლეომ ბარსელონისა და არგენტინის კლინიკებისთვის მილიონი ევრო გამოჰყო.

ფრანგული ტელეარხის შეცდომებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომხმარებლებმა ცნობილი ფეხბურთელებისა და მათი ორეულების არაერთი ფოტო გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ უჰანში იფეთქა, ამ დროისთვის კი, მსოფლიოს მასშტაბით 678 910 ადამიანია ინფიცირებული, 31 771 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები