Thumbnail

‘ბარსელონაში დაბრუნება მინდა’ – ჩავის საკუთარი გუნდიც შერჩეული ჰყავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მას ბარსაში პუიოლისა და ხორდი კრუიფის მიყვანაც სურს
  • ჩავის ესპანურ გრანდში 500-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული

ესპანური ბარსელონას ყოფილ ვარსკვლავ ჩავის, რომელიც ამჟამად ყატარული ალ სადის თავკაცია, კატალონიურ გრანდში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნებას სურს.

ჩავიმ აღნიშნულის შესახებ MundoDeportivo-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“არასოდეს დამიმალავს, რომ ბარსაში დაბრუნება მინდა. ამ იდეით აღფრთოვანებული ვარ. რამდენიმე წლის წინ, ეს, ადრე იყო, თუმცა, მწვრთნელის რანგში გატარებული გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვგრძნობ, რომ მოთამაშეებისთვის რაღაცის მიცემა შემიძლია.

ბარსელონას წარმომადგენლებთან კონტაქტი უკვე მქონდა და მათ ნათლად ავუხსენი, რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება მსურს.

მზად ვარ პასუხისმგებლობა სრულად საკუთარ თავზე ავიღო, თუმცა, გვერდში ის ხალხი უნდა მყავდეს, ვისაც სრულად ვენდობი და ავტორიტეტიც არ აკლიათ.

გუნდის გასახდელში არაჯანსაღი გარემო არ უნდა იყოს.

განვიხილეთ კარლეს პუიოლის ვარიანტი, რომელიც ბარსელონას კაპიტანი იყო. საინტერესო პიროვნებაა ხორდი კრუიფიც, რომელიც წარმატებულ ბიზნესმენად ჩამოყალიბდა.

ეს ჰორიზონტალური სტრუქტურა უნდა იყოს, სადაც ადგილი კომპრომისებისთვისაც დარჩება”.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ბარსელონას ბავშვთა გუნდში ჯერ კიდევ 1991 წელს ჩაირიცხა და კატალონიელთა ღირსებას 2015 წლამდე იცავდა, სანამდე ხსენებულ ალ სადში გადაბარგდებოდა.

ჩავის ბარსელონას ძირითად გუნდში 505 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები