Thumbnail
  • სტივ კერმა გოლდენ სტეიტის საჩემპიონო სეზონზე ისაუბრა
  • ზაზა ფაჩულია იმ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახლდათ

სტივ კერის განცხადებით, 2017 წლის ფორმაციის გოლდენ სტეიტ უორიორსი საუკეთესოა იმ გუნდებს შორის, რომლებიც კი მას გაუწვრთნია. კალათბურთის ქართველი ქომაგისთვის ეს კომენტარი იმითაა საინტერესო, რომ აღნიშნული გუნდის სასტარტო ცენტრი ზაზა ფაჩულია იყო.

აი, რა განუცხადა ამერიკელმა სპეციალისტმა MercuryNews-ს.

“ეს, ტალანტისა და ჩემპიონობის უდიდესი სურვილის ნაზავი იყო. მოტივაციას ის ფაქტიც გვმატებდა, რომ წინა სეზონში გადამწყვეტი სერია გვქონდა წაგებული.

ამას გარდა, კევინ დურანტს პირველი ბეჭდის მოპოვება ძალიან უნდოდა.

ჯამში, ამ ყველაფერმა შედეგი მოგვიტანა. ჩინებულ ფორმაში ვიმყოფებოდით და ეს, სიამოვნებას გვგვრიდა.

სრული კონცენტრაცია მოედანზე გვქონდა და უბრალოდ, კალათბურთს ვთამაშობდით”.

შეგახსენებთ, რომ 2016-17 წლების ფინალურ სერიაში გოლდენ სტეიტმა ლებრონ ჯემსის კლივლენდ კავალიერსს 4:1 სძლია.

ზაზა ფაჩულიამ ფინალის ხუთივე მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 13.2 წუთი, 3.2 ქულა, 2.8 მოხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები