Thumbnail

კარანტინის მე-15 დღე - გურამ კაშიას და მისი შვილის რთული მისია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ამერიკული სან ხოსეს მცველი გურამ კაშია სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

სხვა სპორტსმენების მსგავსად, ქართველი ფეხბურთელი კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს იცავს და სხვადასხვა საოჯახო გართობებითაა დაკავებული.

კარანტინის მე-15 დღეს გურამმა შვილთან ერთად სახალისო შეჯიბრის ვიდეო გადაიღო, სადაც მას "რთულ მისიასთან" გამკლავება უწევს, ამ ყველაფერს კი უკვე ყველასთვის ნაცნობი მოწოდება დაურთო: დარჩი სახლში.

საინტერესოა, რომ ვიდეოს ფონად ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის "Survivor" ("გადარჩენილი") კომპოზიცია ("Eye of the Tiger") გასდევს, რომელიც 1982 წელს სილვესტერ სტალონეს თხოვნით, ფილმისთვის “როკი 3” შეიქმნა.

კომენტარები

ბოლო ამბები