Thumbnail

ხაბიბმა რუსეთი დღესვე უნდა დატოვოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ტონის ვერ შეხვდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ვალდებულია, რომ დღეს, 29 მარტს რუსეთის ტერიტორია დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ტონი ფერგიუსონთან ჩხუბს ვერ შეძლებს!

30 აპრილიდან რუსეთის საზღვრები იკეტება. ასევე დროებით ჩერდება საავტომობილო, სარკინიგზო და საფეხმავლო მიმოსვლაც. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კიდევ უფრო მასშტაბურად გავრცელების რისკთანაა დაკავშირებული.

ამრიგად, თუ ნურმაგომედოვი დღესვე არ დატოვებს ქვეყნის ტერიტორიას, ტონი ფერგიუსონთან შეხვედრას ვერ შეძლებს - სადაც არ უნდა დაიგეგმოს ეს ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ ხაბიბის და ტონის ჩხუბი 18 აპრილსაა დაგეგმილი. შეხვედრის ადგილი კი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

წაიკითხეშეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

ოფიციალური მონაცემებით (ბევრი ეჭვობს, რომ რეალური რიცხვი გაცილებით დიდია), რუსეთში კორონავირუსის 1 534 შემთხვევაა დაფიქსირებული - გარდაიცვალა 8 და გამოჯანმრთელდა 64 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 600 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 30 923 და გამოჯანმრთელდა 142 474 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები