Thumbnail

CS:GO | თამაშის წესები, ტურნირები და ფსონები - გიხსნით ყველაფერს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

Counter-Strike: Global Offensive (CS:GO) პირველი პირის ხედვის კუთხის შუთერის ჟანრის თამაშია.  Counter-Strike-ის პირველი თამაში 1999 წელს გამოვიდა. CS:GO ორიგინალი თამაშის თანამედროვე ვერსიაა ახალი რუკებით, გმირებით, იარაღითა და თამაშის მოუდებით. თამაში დეველოპერულმა სტუდია Valve-მ 2012 წელს გამოუშვა Windows, OS X, Xbox 360 და PlayStation 3-ისთვის. 

თამაშში ორი გუნდი ებრძვის ერთმანეთს: მათ ტერორისტები და კონტ-ტერორისტები ჰქვიათ. თამაშის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, გუნდებმა უნდა შეუტიონ, დაიცვან სხვადასხვა ტერიტორიები, დანაღმონ ტერიტორია, ან გააუვნებელყონ ბომბი... თამაშის გამარჯვებულად ის გუნდი ითვლება, რომელიც მეტ რაუნდს მოიგებს.

თამაშის ტიპები 

CS:GO-ში არსებობს თამაშის რამდენიმე ძირითადი ტიპი.

Competitive - ეს ყველაზე სტანდარტული ტიპია. ორი ხუთკაციანი გუნდი იბრძვის მოსაგებად. ამისათვის ისინი იძენენ თამაშში არსებულ იარაღს, აბჯარს და სხვა აღწურვილობას, რომ გააუმჯობესონ მოგების შანსები. თამაში სულ 30 რაუნდად იმართება. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც 16 რაუნდს პირველი მოიგებს.

Wingman - ამ ტიპის მატჩს 2-კაციანი გუნდებით თამაშობენ. მატჩი სულ 16 რაუნდად იმართება ერთ-ერთ ''დასანაღმ'' ტიპის რუკაზე. ერთი გუნდის მიზანია ტეროტორიის დანაღმვა, მეორესი კი - ბომბის განეიტრალება. 

Deathmatch  - ეს ყველაზე სწრაფი ტიპის მატჩია, რომლის დროსაც სიკვდილის შემდეგ, მოთამაშე თავიდან ბრუნდება მატჩში - ანუ ''რესპავნდება''. რესპავნის შემდეგ, მას ცოტა დრო აქვს იარაღისა და აბჯრის შესაძენად.

Arms Race - ამ ტიპის მატჩში ახლო დისტანციაზე ხდება ბრძოლა. თითეული მოწინააღმდეგის მოკვლის შემდეგ, მოთამაშე იღებს ახალ იარაღს, რომლითაც უნდა დაამარცხოს შემდეგი მოწინააღმდეგე. როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე მიიღებს ბოლო იარაღს, ოქროს დანას, და მისი საშუალებით მოკლავს მოწინააღმდეგეს, თამაში მთავრდება.

Demolition - ამ ტიპის მატჩში გუნდები რიგ-რიგობით უტევენ და იცავენ ერთსა და იმავე დასანაღმ ზონას. მატჩის დაწყებისას ისინი ავტომატურად იღებენ სტანდარტულ იარაღს, თითეული მოწინააღმდეგის მოკვლის შემდეგ კი, შეუძლიათ, უკეთესი იარაღი მიიღონ. 

Flying Scoutsman - ამ ტიპის თამაშში, გუნდები 8 კაცისგან შედგება და გრავიტაცია შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად სირბილი და სროლა უფრო იოლია. თამაში ძირითადად სნაიპერული შაშხანებითა და დანებით მიმდინარეობს. მოგებულია გუნდი, რომელიც პირველი მოიგებს 9 რაუნდს.

CS:GO-ს პროფესიონალურ ლიგაში ESL, ძირითადად  Competitive-ის სტილში თამაშობენ. თითეულ მატჩში თამაში სამ რუკაზე იმართება და მოგებულია გუნდი, რომელიც სამიდან ორ რუკაზე გაიმარჯვებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პირველ რუკას?

  • G2 Esports
  • Virtus.pro

პროფესიონალური CS:GO

CS:GO-ს პროფესიონალური ტურნირები, როგორც წესი, თამაშის ავტორი დეველოპერული სტუდია Valve-ს ორგანიზებით და თანა-სპონსპორობით იმართება და მათ Major-ები ჰქვია. საპრიზო ფონდი თავდაპირველად 250 000 დოლარიდან იწყებოდა, თუმცა ბოლო წლებში 1 000 000 დოლარამდე გაიზარდა. საინტერესო ფაქტია, რომ თამაში, როგორც წესი, ონლაინ მიმდინარეობს, თუმცა ტურნირები და პროფესიონალური ლიგა ჩვეულებრივ ოფლაინ ითამაშება.

CS:GO ESL-ის ფინალი, რომელსაც მილიონზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა

მთავარი ტურნირების გარდა, არსებობს საკვალიფიკაციო ტურნირებიც, რომლებსაც Minor-ები ჰქვია. იმისათვის, რომ გუნდმა Major-ში ბრძოლის შანსი მოიპოვოს, ჯერ საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა გაიმარჯვოს.

2020 წელს, CS:GO-ს მთავარი ტურნირი, ESL PRO League მეთერთეტედ ტარდება. ლიგა 16 მარტს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. შარშანდელ ტურნირში, გამარჯვებული გუნდი Mousesports-ი გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი Fnatic-მა და Natus Vincere-მ დაიკავეს. თუმცა, წლევანდელ ტურნირზე ფავორიტ გუნდად Fnatic ითვლება.

გამოკითხვა

როგორი იქნება რუკების ზუსტი ანგარიში?
Mousesports vs Virtus.pro

  • 2:0
  • 2:1
  • 1:2
  • 0:2

ESL PRO League-ის ყურება სხვადასხვა გზით შეგიძლიათ: ვებგვერდი EsportsTV-ის საშუალებით, ინგლისურ ენაზე მატჩების ყურება მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი, თუმცა არსებობს ტურნირის რუსული, თურქული, პოლონური, ჩინური, გერმანული და სხვა ენოვანი ტრანსლაციებიც, რომელთა მოძებნაც სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ზეა შესაძლებელი.

ESL PRO League-ის გარდა, ამჟამად მიმდინარეობს მისი ''შვილობილი'' გერმანული ტურნირი ESL მეისტერშაფტიც. ამ ორ Major ტურნირთან ერთად, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საკვალიფიკაციო ტურნირებსაც, მაგალითად, Esea Advanced Division-ის ევროპული და ჩრდილოამერიკული ფლეიოფები.

2019 წლის ESL Pro League-ს გამარჯვებული გუნდი Mousesports

ფსონები CS:GO-ში

როგორც ყველა სხვა კიბერსპორტში, CS:GO-შიც არსებობს როგორც სტანდარტული, ასევე თამაშის სპეციფიკური ბეთები. ჩვენ ვეცდებით, გაგარკვიოთ მათ არსში. 

  • პირდაპირი ბეთები – ყველაზე პოპულარული და მარტივი ბეთი, რა თქმა უნდა, თამაშის მოგებასა თუ წაგებაზე იდება. თუ თქვენ დადებთ ბეთს, რომ A გუნდი მოუგებს B გუნდს, A გუნდის მოგების შემთხვევაში, გამარჯვებული იქნებით. ეს მარტივი და ლოგიკურია.

  • სპეციფიკური ბეთები – ასეთი ტიპის ბეთები დამწყებისათვის რეკომენდებული არ არის: ის თამაშის ღრმა ცოდნას მოითხოვს. ასეთი ბეთების მაგალითია: რუკის მოგება, რაუნდის მოგება, ზუსტი ანგარიში, პირველი მკვლელობა და სხვა.

გამოკითხვა

ვინ მოკლავს პირველი?

  • Mibr
  • Furia Esports

CS:GO-ს სფეციფიკური ბეთებიდან ყველაზე რთული არის ზუსტ ანგარიშზე თანხის დადება. ამის გამოცნობა არცისე იოლია, რადგან თამაში 30 რაუნდად მიმდინარეობს და ცდომილების შანსი დიდია. სწორედ ამიტომ, შეგიძლია დადო თანხა მეტობა/ნაკლებობაზე (მაგალითად, რომ A გუნდი 10-ზე მეტ რაუნდს მოიგებს).

CS:GO სხვა თამაშებთან შედარებით, მეტად აჯილდოვებს თამაშის წესებსა და გუნდებში კარგად გარკვეულ ადამიანს და თუ თანხის დადებამდე თამაშის შესახებ ინფორმაციას მოიძიებთ, შესაძლებელია, სპეციფიკურ ბეთზე სულ მცირე თანხის დადებით, დიდი მოგება ნახოთ. შესაბამისად, თუ ამ თამაშზე ბეთების გაკეთებას ფიქრობთ, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი შეიტყოთ თქვენს ფავორიტ გუნდზე და მის მოწინააღმდეგეებზე. ამაში კი, რა თქმა უნდა, პოპსპორტი დაგეხმარებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები