Thumbnail
  • კოსტაკურტას სჯერა, რომ მალდინი მილანს გამარჯვების გზებზე დააბრუნებს
  • კოსტაკურტამ ზვონიმირ ბობანის გუნდიდან გაშვებაზეც ისაუბრა

მილანის ყოფილი მცველი, ალესანდრო კოსტაკურტა აცხადებს, რომ პაოლო მალდინი მილანს გამარჯვების გზებზე დააბრუნებს. ზვონიმი ბობანის გათავისუფლების შემდეგ, ძალიან ბევრს წერდნენ, რომ გუნდიდან პაოლო მალდინიც წავიდოდა, თუმცა კოსტაკურტა ამბობს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

''ჩვენ უნდა ვენდოთ პაოლოს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კომპეტენტური ადამიანია. მალდინიმ მოკლე პერიოდში დიდი გამოცდილება დააგროვა და კიდევ ცდილობს განვითარებას. მჯერა, რომ მილანი მალდინისთან ერთად გამარჯვების გზას დაადგება. ეს შეიძლება მალე არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ზვონიმირის გათავისუფლებაზე ბევრი საუბრობს. გაზიდისი სულელი არაა, არ დაგავავიწყდეს, რაც მან გააკეთა.'' - განაცხადა კოსტაკურტამ.

მილანმა სერია A-ს შეწყვეტამდე ბოლო მატჩი ჯენოასთან ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. 'როსონერი' 36 ქულით იტალიის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები