Thumbnail

'ამ შემთხვევაში სეზონი დაკარგული იქნება' - უეფას პრეზიდენტის იმედი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა მსოფლიო ფეხბურთში სეზონის განახლების შესაძლო ვადებზე ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში პაუზაა გამოცხადებული, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კი, რომელიც ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, ერთი წლით გადავადდა.

"არავინ იცის, ეს ყველაფერი როდის დასრულდება. გვაქვს გეგმა A, B და С. გვაქვს ურთიერთობა ლიგებისა და კლუბების წარმომადგენლებთან. ახლა ისღა დაგვრჩენია, დავიცადოთ.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, როგორ ჩატარდება მატჩები სეზონის განახლების შემდეგ - მაყურებლების თანხლებით თუ მათ გარესე. ნებისმიერ შემთხვევაში, აჯობებს, რომ ტურნირები დასრულდეს.

ამჟამად ვიმედოვნებთ, რომ სეზონის განახლებას მაისის შუაში, ივნისში ან ივნისის ბოლოს მაინც მოვახერხებთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, სავარუადოდ, სეზონი დაკარგული იქნება. კლუბებისა და ლიგების ხელმძღვანელებთან ერთად შევეცდებით, საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ", - ამბობს ჩეფერინი.

COVID-19 პირველად გასული წლის ბოლოს, ჩინეთში გამოჩნდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამჟამად მსოფლიოში 600 ათასამდე ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 25 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები

ბოლო ამბები