Thumbnail

კორონავირუსი | 25 ინფიცირებული ვალენსიაში - 10 მთავარი გუნდის ფეხბურთელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ესპანური მედიის ინფორმაციით, ვალენსიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, საშიში ინფექცია მთავარი გუნდის 10 ფეხბურთელს და კლუბის 15 თანამშრომელს გამოუვლინდა. 

ჯერჯერობით ოფიციალურად, ესპანური გუნდის მხოლოდ სამი ფეხბურთელის გვარი ცხადდება, რომლებსაც დიაგნოზი დადასტურებული აქვთ - ესეკიელ გარაის, ელიაკიმ მანგალასა და ხოსე პუის გაიას. სხვა ინფიცირებულების ვინაობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ალბერტ სელადესის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდა. არსებობს ეჭვი, რომ ატალანტა-ვალენსიას მატჩი, რომელიც მილანში 19 თებერვალს ჩატარდა, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ბიოლოგიური ბომბი აღმოჩნდა.

იტალიაში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად ატალანტა-ვალენსიას მატჩს ასახელებენ

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 27 ტურის შემდეგ, ვალენსიას 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. 

COVID-19 პირველად გასული წლის ბოლოს, ჩინეთში გამოჩნდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამჟამად მსოფლიოში 600 ათასამდე ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 25 ათასს გადააჭარბა. ესპანეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა, შეჩერებულია პრიმერასა და სეგუნდას გათამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები