Thumbnail
  • greenstreethammers-ის ავტორი ვესტ ჰემს 20 წლის ქართველის ტრანსფერს ურჩევს
  • ჯორჯ გრივის აზრით, გიორგის აქვს პოტენციალი, ვესტ ჰემის ვარსკვლავად იქცეს

greenstreethammers-ის ავტორი ჯორჯ გრივი ვესტ ჰემისთვის ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად საუკეთესო ვარიანტად გიორგი ჩაკვეტაძეს მიიჩნევს.

აღმოსავლეთ ლონდონის გუნდში 2019 წლის ბოლოს დაბრუნებულმა დევიდ მოიესმა განსაკუთრებული შედეგი ჯერჯერობით ვერ აჩვენა - პრემიერლიგაში ჩატარებული 10 მატჩიდან 2-2 მოიგო და ფრედ ითამაშა, 6 კი წააგო და კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულ პაუზას სატურნირო ცხრილში 27 ქულით, მე-16 ადგილზე შეხვდა. შესაბამისად, "ჩაქუჩებს" დაქვეითება საფრთხე ემუქრებათ.

სტასტიის ავტორის აზრით, ბელგიური გენტის 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ვესტ ჰემის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველის, მანუელ ლანცინის იდეალური შემცვლელი იქნებოდა.

ლანცინის ანგარიშზე პრემიერლიგის 19 მატჩში სულ 2 საგოლე პასია

"სავარაუდოდ, კლუბი შემტევი ნახევარმცველის პოზიციის გასაძლიერებლად დიდი თანხების გაღებას მოერიდება. შესაბამისად, ყურადღება შედარებით იაფ და ახალგაზრდა მოთამაშეზე უნდა გამახვილდეს, რომელიც მომავალ სეზონში სათარაგო შეიძლება იყოს, მაგრამ ექნება იმის პოტენციალი, რომ შემდგომ სეზონებში ვესტ ჰემის ვარსკვლავად იქცეს. 

შოტლანდიელ სპეციალისტს  პრემიერლიგაში დასარჩენად მთავარი ბრძოლა წინ აქვს

პირველი ასეთი მოთამაშე, ვისაც კლუბმა ყურადღება უნდა მიაქციოს, გენტის 20 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა. ქართველი დაახლოებით 10 მილიონ ფუნტად ფასობს და ვინაიდან გენტი მოთამაშეთა გაყიდვაზე ორიენტირებული კლუბია, "ჩაქუჩებს" ტრანსფერი 15 მილიონ ფუნტზე მეტი არ უნდა დაუჯდეთ. 

ჩაკვეტაძეს უდიდესი პოტენციალი აქვს და განიხილება, როგორც ქართული ფეხბურთის მომავალი. ის 185 სმ სიმაღლისაა და იმ ტიპის ფეხბურთელია, როგორიც ნიკოლო ძანიოლო და კაი ჰავერცი არიან", - წერს საიტი.

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას გიორგი ქვილითაიასთან ერთად იცავს

გიორგი ჩაკვეტაძეს გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მიმდინარე სეზონში კი, პაუზის გამოცხადებამდე, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჟუპილერ ლიგის 9 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. კიდევ 3 მატჩი ჩაკვეტაძემ ევროპალიგაზე ჩაატარა.

20 წლის ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილი პორტალი transfermarkt კი მის პირობით ფასად 9 მილიონ ევროს ასახელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები