Thumbnail

3 ვარიანტი - რა ელის ესპანეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა და ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია (AFE) მუშაობენ იმაზე, რომ მაქსიმალურად შეამცირონ დარტყმა, რომელსაც ახალი კორონავირუსის პანდემია ადგილობრივ ფეხბურთს აყენებს. მათ სურთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეწყვეტილი სეზონის განახლება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ტურნირის ორგანიზატორები 2019/20 წლების სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის სამ ვარიანტს გამიხილავენ.

კორონავირუსის გამო, ლა ლიგა 10 მარტის შემდეგ შეჩერებულია

ვარიანტი 1. სეზონის მაისში განახლება. იდეა შედარებით ოპტიმისტურია და ის თამაშების ჩატარებას მაისის შუა რიცხვებიდან, 30 ივნისამდე ან 15 ივლისამდე ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ გუნდებს მატჩების ჩატარება ყოველ მესამე დღეს მოუწევთ. მაყურებლებით თუ უმაყურებლოდ, შეხვედრები მაინც გაიმართება. კონტრაქტებთან დაკავშირებით კი, რომელთა ვადა 30 ივნისს იწურება, გადაწყვეტილებას ფიფა მიიღებს.

ვარიანტი 2. სეზონის მოგვიანებით, ზაფხულში გაგრელება. რადგან ევრო 2020 მომავალი წლისთვის გადაიდო, ეს ვარიანტი შედარებით შესრულებადია. ეს ნიშნავს, რომ ჩემპიონატი აგვისტომდე ან სექტემბრამდე გაგრძელდება, მომავალი სეზონი კი უკვე ვადებში მოექცევა.

ვარიანტი 3. სეზონის სექტემბერში განახლება. ეს ყველაზე რადიკალური ვარიანტი, თუმცა გამორიცხული არაა, დროთა განმავლობაში ის ყველაზე რეალისტური გახდეს. ასეთ შემთხვევაში 2020/21 წლების სეზონის დაწყება-დასრულების ვადებიც შესაცვლელი გახდება.

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა). კატალონელებს 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე კი სევილიაა (47)

COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ესპანეთის იმ ქვეყნების ოთხეულში შედის, სადაც ამჟამად კორონავირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული. 28 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 65 თასზე მეტი დაინფიცირებულია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 5 ათასზე მეტს შეადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები