Thumbnail

კორონავირუსი | სერია A-ს ამ სეზონში ჩემპიონი აუცილებლად ეყოლება!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული იმ შემთხვევაშიც გამოვლინდება, თუკი კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონის ჩამთავრება ვერ მოხერხდება.

კრიშტიანო რონალდო ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოგებასთან ახლოსაა

"არსებობს გეგმა, რომელსაც აბსოლუტური პრიორიტეტი ყველამ მიანიჭა - ჩამთავრდეს პირველობა ყველა ლიგაში. როგორ და როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. კარგი იქნებოდა, ეს 30 ივნისამდე მოგვესწრო, მაგრამ უკვე გვაქვს კონსულტაცია ფიფასთან, თამაშის 30 ივნისის შემდეგაც გაგრძელების თაობაზე. 

უარეს შემთხვევაში მოგვიწევს ჩემპიონატის გაჩერება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ შედეგების ანულირებას. ჩემპიონი აუცილებლად გამოვლინდება ისევე, როგორც ევროთასების საგზურების მფლობელები და გუნდები, რომლებიც დაქვეითდებიან", - აქვეყნებს გრავინას სიტყვებს იტალიური მედია.

კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს, ჩინეთში იფეთქა, პანდემიის შესახებ კი 11 მარტს გამოცხადდა. საშიშმა ვირუსმა 150-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება იტალიაში.

იტალიაში კორონავირუსის ინფექციას განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოჰვა

ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის გამო, სერია A 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა. სატურნირო ცხრილს 63 ქულით ტურინის იუვენტუსი ლიდერობს, მეორე ადგილზე 62 ქულით რომის ლაციოა, მესამეზე კი - მილანის ინტერი (54), რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გასავარდნ ზონაში ლეჩე (25), სპალ-ი (18) და ბრეშია (16) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები