Thumbnail

კორონავირუსი | კლიპერსის მფლობელი ვაქცინისთვის 25 მილიონ დოლარს გაიღებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

NBA-ს კლუბის ლოს ანჯელეს კლიპერსის მფლობელი, მილიარდერი სტივ ბალმერი და მისი მეუღლე კონი 25 მილიონ აშშ დოლარს იმ ორგანიზაციებს გადაუხდიან, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 10 მილიონი აშშ დოლარი ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის სწრაფი რეაგირების ფონდში, კორონავირუსული ინფექციის საწინააღმეგო ვაქცინაზე მუშაობის ტემპის დაჩქარებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა სიეტლზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ მიჩიგანსა და ლოს ანჯელესზე განაწილდება.

64 წლის ბალმერის ქონება, 2020 წლის მონაცემებით, 41,2 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ით დაავადების რიცხვმა, 27 მარტის მონაცემებით, 100 ათასს გადააჭარბა. ინფექციის გავრცელებისგან ყველაზე მეტად ნიუ ორკის, ნიუ ჯერსისა და კალიფორნიის შტატები დაზარალდნენ. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, აშშ უკვე გადავიდა პირველ ადგილზე და უკან ჩინეთსა და იტალიას იტოვებს.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი 12 მარტს, მას შემდეგ შეწყდა, რაც საშიში ინფექცია იუტა ჯაზის კალათბურთელს, რუდი გობერს გამოუვლინდა. ლოს ანჯელეს კლიპერსი 64 მატჩში მოპოვებული 44 მოგებით, დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლოს ანჯელეს ლეიკერსს (63 მატჩი, 49 მოგება) ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები