Thumbnail

რეალ მადრიდის ვარსკვლავებისთვის კორონავირუსით გამოწვეული ორკვირიანი კარანტინი დასრულებულია - ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად. შეგახსენებთ, რომ რეალის კალათბურთელის, ტრეი ტომპკინსის ინფიცირების შემდეგ, 12 მარტს რეალის საფეხბურთო გუნდი თვითიზოლაციურ კარანტინში გადავიდა.

რეალმა გამოცემა AS-ს დაუდასტურა, რომ რეალის სხვა არცერთ მოთამაშეს არ აქვს კორონავირუსი. თუმცა, ‘სამეფო კლუბის’ მოთამაშეებისთვის კარანტინის ოფიციალურად დასრულებით თითქმის არაფერი იცვლება: ფეხბურთელები კვლავ ინდივიდუალური პროგრამებით ივარჯიშებენ. გუნდური ვარჯიში ამ ეტაპზე გამორიცხულია.

მადრიდელთა გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ინსტაგრამზე #TonisHomeChallenge წამოიწყო - აკეთებს ტრიუკებს და ფანებს ამ ტრიუკების გამეორებისკენ მოუწოდებს, მათ შორის საუკეთესოებს კი აჯილდოვებს.

დღევანდელი ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსის 64 059 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 4 934 და გამოჯანმრთელდა 9 357 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 26 448 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 130 670.

კომენტარები

ბოლო ამბები