Thumbnail
  • სარაგოსამ ლორკას 3:1 მოუგო.
  • ხიმნასტიკმა გრანადა 1:0 დაამარცხა.
  • სევილია B კადისთან 1:4 დამარცხდა.

ლა ლიგა 2-ში 30-ე ტურის მატჩები გაიმართა, სამიდან ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, გიორგი პაპუნაშვილმა კი გოლიც გაიტანა. 

გიორგი პაპუნაშვილმა ლორკასთან მატჩის მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში, თამაში სარაგოსამ 3:1 მოიგო, პაპუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 

გიორგი პაპუნაშვილმა მეორე გოლი გაიტანა ჩემპიონატში. საინტერესოა, რომ მან პირველიც ლორკას გაუტანა.

ეს ტრადიციად ექცა ოთარ კაკაბაძის ხიმნასტიკს - გუნდი უკეთ სტუმრად თამაშობს. ახლაც ლიდერთა ჯგუფის გრანადა 1:0 დაამარცხა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. 

სტუმრად კადისთან განადგურდა გიორგი აბურჯანიას (სათადარიგო იყო და არ შემოსულა) სევილია ატლეტიკო - 1:4.

სარაგოსა 46 ქულით მე-7 ადგილზეა.

ხიმნასტიკი 36 ქულით მე-17 ადგილზეა.

სევილია B 16 ქულით მე-20 ადგილზეა.  

კომენტარები

ბოლო ამბები