Thumbnail

'შახტარში ყველაზე შრომისმოყვარე' - კომპლიმენტი დავით ხოჭოლავას თანაგუნდელისგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შახტარის ქართველი მცველი თანაგუნდელმა ტარას სტეპანენკომ დადებითად დაახასიათა
  • საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელი დონეცკის გუნდში მესამე სეზონს ატარებს

დონეცკის შახტარისა და უკრაინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტარას სტეპანენკო მიიჩნევს, რომ მის გუნდში ყველაზე შრომისმოყვარე ფეხბურთელი დავით ხოჭოლავაა. 

"შრომისმოყვარე ბევრი ფეხბურთელი გვყავს, შესაძლებლია ნახევარი გუნდი ჩამოვთვალოთ, მაგრამ მე დავით ხოჭოლავას დავასახელებდი", - განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა დონეცკის შახტარის ოფიციალურ ინსტაგრამზე გამართულ ლაივში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ცენტრალური მცველი დონეცკელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს, სადაც ოდესის ჩერნომორეციდან გადავიდა. ხოჭოლავამ შახტართან ერთად ზედიზედ ორ-ორჯერ უკრაინის ჩემპიონობა და უკრაინის თასი მოიგო. 

2019/20 წლების სეზონში ქართველ მცველს სათამაშო პრაქტიკა ბოლო დრომდე აკლდა. უკრაინის ჩემპიონატში სულ 8 მატჩში ითამაშა, 2 - ევროთასებზე. 

დავით ხოჭოლავამ შახტარში უკვე ოთხი ტიტული მოიგო

უკრაინის პრემიერლიგაში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს შახტარი 59 ქულით ლიდერობს და 13 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ზორიას. ჩემპიონატში ამჟამად პაუზაა. ხოჭოლავას გუნდი ევროპალიგის ⅛-ფინალშია გასული, სადაც ვოლფსბურგს პირველი მატჩი მოუგო (2:1).

 

კომენტარები

ბოლო ამბები