Thumbnail

ინგლისური ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ცრემლები ვერ შეიკავა ვიდეოს ნახვის შემდეგ, სადაც კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების სოლიდარობაა ასახული.

Jurgen Klopp moved to tears by doctors and nurses singing YNWA 😢

Posted by ESPN UK on პარასკევი, 27 მარტი, 2020

“ჩემი ინგლისური ისეთი კარგი არაა, რომ სრულად აღგიწეროთ ის, რაც დამემართა. ეს დაუჯერებელი და ძალიან მაგარი ამბავია.

ვიდეო გუშინ გამომიგზავნეს და ვნახე ექიმები დახურულ კარს მიღმა დარჩენილ კოლეგებს როგორ უმღერიან. მაშინვე ტირილი დავიწყე.

აღნიშნული ყველას ანახებს, რომ ეს ხალხი არა მხოლოდ მუშაობს, არამედ ამას სწორი განწყობით აკეთებს.

ისინი სხვების დახმარებას მიჩვეულნი არიან და ჩვენც იგივეს უნდა ვაკეთებდეთ, რადგანაც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვაზე ვართ გადასულნი.

ექიმები სერიოზულად დაავადებულ ხალხს გვერდში უდგანან და ამით, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებენ.

ამ ფონზე, თქმაც კი მიჭირს, მათ მიმართ რამხელა პატივისცემას ვგრძნობ”.

ცნობისთვის, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გადაღებული ვიდეო პირველმა დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა მერი ფოიმ გაავრცელა.

ჩანაწერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაღებული, სადაც ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

მათ გასამხნევებლად, კარს აქეთ ის ექიმები იკრიბებიან, რომლებსაც დახურულ ბოქსში შესვლის უფლება არ აქვთ და კოლეგებს ლივერპულის ჰიმნით – "You’ll Never Walk Alone" ("შენ არასოდეს იქნები მარტო") ამხნევებენ.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 11 658 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 578 და გამოჯანმრთელდა 135 ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 552 943 ადამიანია ინფიცირებული – გარდაიცვალა 25 045 და გამოჯანმრთელდა 128 706 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები