Thumbnail

მილიონი ჯოკოვიჩისგან – ნოვაკის წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის მილიონი ევრო გამოყო.

ნოლემა და მისმა მეუღლემ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული თანხა სერბულ კლინიკებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების საყიდლად გადაეცემა.

სერბეთში კორონავირუსის 457 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 8 და გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 552 418 ადამიანია ინფიცირებული – გარდაიცვალა 25 027 და გამოჯანმრთელდა 128 703 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები