Thumbnail
  • ონლაინ ტურნირები იმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად
  • ტურნირებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს, დისტანციურად თამაშის შესაძლებლობას აძლევს. ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, დაიწყო ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში.

ონლაინ ტურნირები იმართება შვეიცარული სისტემით: 9 ტურად და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება ვებგვერდზე: www.chess.com, სადაც საქართველოდან შესული მომხმარებელი გაერთიანდება ჯგუფში: Georgian Chess Federation. რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ საღამოს 19:00 საათიდან, ხოლო ასპარეზობა 20:00 საათზე იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები