Thumbnail
  • გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა ჯამში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს!
  • ქართველმა ძალოსნებმა კონკურენტები უშანსოდ დატოვეს.

ტრიუმფალური გამოდგა ქართველი ძალოსნებისთვის ირანის ქალაქ ახვაზში ჩატარებული ტურნირი: 3rd International Fajr Cup.

ქართველმა ძალოსნებმა: გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა ჯამში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს, რაც მართლაც შესანიშნავი შედეგია.

გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ.) ატაცში 180 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 220 და ოქროს მედლებს დაეუფლა.

ასევე 3 ოქროს მედალი მოიპოვა გოგა ჩხეიძემ (69 კგ.), რომელმაც ატაცში 130 კილოგრამს გაართვა თავი, ხოლო აკვრაში 170 კილოგრამს და ისიც მიუწვდომელი გახდა კონკურენტებისთვის.

ქართველ ძალოსნებს ირანში მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები