Thumbnail

ლივერპულმა კორონავირუსის კრიზისის გმირებს ვიდეო-მიმართვა მიუძღვნა და მათ თავგანწირული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე, ფეხბურთელებს და ლივერპულის ყველა თანამშრომელს გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადოთ. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, დაუჯერებელია და მთელი ლივერპულის სახელით მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ,” - ამბობს მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ვიდეოში.

კლოპის გარდა, ვიდეოში ექიმებს და მედპერსონალს მადლობას უხდიან კლუბის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რობერტო ფირმინო, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და სხვები. ისინი ვიდეოში თავიანთ მშობლიურ ენებზე საუბრობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები