Thumbnail

ფაჩულია XXI საუკუნის გუნდში – ზაზა გოლდენ სტეიტის საპატიო წევრებშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი კალათბურთელი უორიორსის რიგებში NBA-ს ჩემპიონი 2-ჯერ გახდა
  • გოლდენ სტეიტის ოცწლეულის საუკეთესოები NBCSports-მა დაასახელა

ამერიკულმა NBCSports-მა გოლდენ სტეიტ უორიორსის XXI საუკუნის გუნდი შეადგინა და მის საპატიო წევრთა შორის ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი კალიფორნიელთა ღირსებას 2016-18 წლებში იცავდა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონობა 2-ჯერ იზეიმა.

NBCSports-მა ფაჩულია გასული ოცწლეულის უორიორსის საპატიო წევრთა შორის დაასახელა, სადაც მის გარდა, ჰარისონ ბარნსი, იან კლარკი, ჯამალ კროუფორდი, ადონალ ფოილი, ჯარეტ ჯეკი, შონ ლივინგსტონი, კევონ ლუნი, ჯავალ მაკგი, ენტონი მოროუ, მარეს სპეიტსი და დევიდ ვესტიც მოხვდნენ.

ამერიკულმა ვებგვერდმა გოლდენ სტეიტის “ძირითად გუნდში” შემდეგი კალათბურთელები შეიყვანა.

მცველები: ჯილბერტ არენასი, სტეფ კარი, ბარონ დევისი, მონტა ელისი, ჯეისონ რიჩარდსონი, კლეი ტომპსონი.

ფორვარდები: კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, ანდრე იგუდალა, სტივენ ჯეკსონი, ანტუან ჯეიმისონი, დევიდ ლი.

ცენტრები: ანდრის ბიედრინში, ენდრიუ ბოგუტი.

კომენტარები

ბოლო ამბები