Thumbnail

დიდი სასწაული - აიაქსის ფეხბურთელი კომიდან გამოვიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აბდელჰაკ ნური 2017 წლის ზაფხულიდან კომაში იყო
  • ფეხბურთელი კომიდან გამოვიდა - ინფორმაციას მისი ძმა ავრცელებს

კორონავირუსის გამო, სპორტული სამყაროდან ძირითადად ცუდი ამბები გვესმის, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ აიაქსის უნიჭიერესი ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა.

ინფორმაცია მისმა ძმამ გაავრცელა. აბდელრაჰიმმა ჰოლანდიურ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნური კომაში აღარ არის. ის მისთვის სპეციალურად აშენებულ სახლში ცხოვრობს. ნური უკვე ახერხებს ჭამას, თვალებით კონტაქტიც შეუძლია. ოჯახი მასთან ერთად ფეხბურთსაც უყურებს.

ნური კომიდან 2 წლისა და 9 თვის შემდეგ გამოვიდა. აბდელჰაკი 2017 წლის ზაფხულში აიაქსსა და ბრემენის ვერდერს შორის ამხანაგური შეხვედრის დროს მოედანზე დაეცა და გაითიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები