Thumbnail

 'მადლობა ჩოგბურთს ყველაფრისთვის' - ანა ტატიშვილმა კარიერა დაასრულა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ანა ტატიშვილმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა
  • მან ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოაცხადა

30 წლის ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა პროფესიული კარიერა დაასრულა. ანამ ეს ქრონიკული ტრავმებით ახსნა.

ტატიშვილის საუკეთესო მიღწევა US Open-ის მერვედფინალში გასვლაა (2012), სადაც მან მაშინ მსოფლიოს პირველ ჩოგან ვიქტორია აზარენკასთან წააგო.

"სამწუხაროდ, ქრონიკული ტრავმების გამო, ჩემი ორგანიზმი არ მაძლევს საშუალებას, პროფესიული კარიერა გავაგრძელო. პროფესიული ჩოგბურთი მხოლოდ კორტზე ბრძოლა არ არის, ეს ბრძოლაა მუდმივ ტრავმებთანაც, ზოგჯერ თანაბრადაც, ჩემს შემთხვევაში კი - მეტადაც",

ანა ტატიშვილი 2012 წლის ოქტომბერში მსოფლიოს 50-ე ჩოგანი იყო და ეს მისი საუკეთესო შედეგია. 2014 წლიდან ანამ მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს მაგივრად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ასპარეზობდა. 

ის ამერიკაში 7 წლის ასაკში ჩავიდა და კრის ევერტის აკადემიაში ვარჯიშობდა, 2005 წელს, 13 წლის ასაკში WTA-ს ტურზე ჰქონდა დებიუტი - მაიამიში "ველური ბარათი" მიიღო. 

ITF-ს ტურნირებში ანამ 11-ჯერ იმარჯვა ერთეულებში, 8-ჯერ კი წყვილებში. WTA-ს ტურზე კი ერთი ტიტული აქვს წყვილებში. 

"ჩოგბურთი ყველაფერზე მეტად მიყვარს და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩოგბურთმა მომცა. ეს საოცარი ემოციები არასდროს დამავიწყდება", - წერს ანა სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

ბოლო ამბები