Thumbnail

'სწორედ ეს გვჭირდება: ძიუბა ქრისტეს ასაკში' - ჩერჩესოვი ევრო 2020-ის გადადებაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

კორონავირუსის გამო, 2020 წლის ზაფხულში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ამ თემაზე ჟურნალისტებს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი ესაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა…

“რთული სათქმელია, წაგვადგება თუ არა ევროპის ჩემპიონატის გადადება. ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოცდილებას მიიღებენ, ვეტერანებმა კი ფორმა უნდა შეინარჩუნონ. ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, არტიომ ძიუბა 33 წლის იქნება და რატომღაც, გულშემატკივართა ნაწილს ეს აშფოთებს. მე თვითონ 40 წლამდე ვითამაშე ფეხბურთი და არამგონია ეს პრობლემა იყოს. ევროპის ჩემპიონატზე ძიუბა ქრისტეს ასაკში იქნება და ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება”. - განაცხადა ჩერჩესოვმა.

კომენტარები

ბოლო ამბები