Thumbnail

ატალანტას გულშემატკივრები სეზონის განახლების წინააღმდეგ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ატალანტას გულშემტკივართა ყველაზე დიდი დაჯგუფების ლიდერმა კლაუდიო გალიმბერტიმ ბერგამოული კლუბის პრეზიდენტს, ანტონიო პერკასის მიმართა. კორონავირუსის გამო, იტალიაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვდება, ლომბარდია და ქალაქი ბერგამო კი ამ ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრშია. ერთ-ერთი ვერსიით, ლომბარდიაში ეპიდემიური აფეთქების მთავარი წყარო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი იყო, რომელშიც ატალანტამ ვალენსიას უმასპინძლა. თამაში სან სიროზე გაიმართა და ტრიბუნებზე 50 000 გულშემატკივარი შეიკრიბა.

“პატივცემულო პრეზიდენტო, ვფიქრობთ რომ ატალანტამ იტალიაში  სეზონი დასრულებულად უნდა გამოაცხადოს. შესაძლოა, ეს არ გამოვიდეს, მაგრამ გვინდა გვჯეროდეს, რომ ატალანტა მისაბაძი კლუბია, როდესაც საქმე სოციალურ პასუხისმგებლობას და კორონავირუსთან ბრძოლას ეხება”. - ნათქვამია განცხადებაში.   

იტალიაში კორონავირუსის 74 386 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 7 503 და გამოჯანმრთელდა 9 362 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული - გარდაიცვალა 22 180 და გამოჯანმრთელდა 119 732 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები