Thumbnail

ატლეტიკოს გამარჯვება სელტასთან, გრიზმანს თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მადრიდის ატლეტიკო 3:0 სელტა

ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, მადრიდის ატლეტიკომ სელტა დაამარცხა, ანტუან გრიზმანის ლა ლიგაში ბოლო 11 კარში დარტყმულიდან გოლი მეცხრედ გავიდა.

ფრანგს მატჩის დაწყებამდე ლა ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს, გრიზმანი ატლეტიკოს ბოლო 11 გოლიდან, 10-ში მონაწილეობდა. შეხვედრაში პირველი გოლი ხიმენესის პასით სწორედ გრიზმანმა გაიტანა, ხოლო მეორედ ფრანგმა ვიქტორ ვიტოლოს გაატანინა.

ვიტოლო გოლის შემდეგ

63' წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში ანხელ კორეამ დააფიქსირა. ატლეტიკო 28 ტურის შემდეგ 64 ქულით მეორე ადგილზეა და დაუმარცხებელ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება.

დიეგო სიმეონე
"შესანიშნავი მატჩი ვითამაშეთ, ვიტოლომ მაგარი გოლი გაიტანა და ბრწყინვალე ფორმით მოვიგეთ."

კომენტარები

ბოლო ამბები