Thumbnail
  • ხამეს როდრიგესს მადრიდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს
  • ნახევარმცველის შეძენით ლონდონის არსენალი ინტერესდება

ხამეს როდრიგესი 2-წლიანი იჯარის შემდეგ გასულ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნიდან მადრიდის რეალში დაბრუნდა. კოლუმბიელი წლევანდელ სეზონში ისევ ცოტას თამაშობდა და ძირითად შემადგენლობაში თითქმის ვერ ხვდებოდა.

მსგავსი სიტუაციიდან გამომდინარე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ფეხბურთელი "სამეფო კლუბს" კიდევ ერთხელ დატოვებს, ოღონდ ამჯერად ხამესი იჯარის ნაცვლად კლუბს საბოლოოდ დაემშვიდობება.

ხამესი ბაიერნში 2-წლიანი იჯარით თამაშობდა

გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენა ლონდონი არსენალს სურს. ინგლისური კლუბი 2020 წლის ზაფხულში ყველაფერს გააკეთებს, რათა კოლუმბიელი გადაიბიროს. ხამესს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არ შედგება. ესპანური კლუბი შეეცდება, როდრიგესი ამ ზაფხულს შედარებით მაღალ ფასად გაყიდოს, ვიდრე შემდეგ უფასოდ გაუშვას.

არსენალის მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას მისი დამატება სურს. კლუბის ხელმძღვანელებს სჯერათ, რომ ხამესის გარშემო გუნდის აწყობა შესაძლებელი იქნება. მათი აზრით, კოლუმბიელის დამატებით ცენტრალური ზონა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

კომენტარები

ბოლო ამბები