Thumbnail
  • ესპანური გუნდი მზადაა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს
  • ზინედინ ზიდანი პოლ პოგბას პირადად ეპატიჟება

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა ზაფხულში, დიდი ალბათობით, მადრიდის რეალში აღმოჩნდება. ამ ინფორმაციას ესპანური AS ავრცელებს და ფოტოსაც ურთავს წარწერით – “ახლა ან არასდროს”.

ესპანური გრანდი ფრანგი ფეხბურთელის ყიდვას ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს ცდილობდა, თუმცა, ინგლისელებს ფასზე ვერ შეუთანხმდა.

პოგბას გადაბირებით პირადად მადრიდელთა თავკაცი ზინედინ ზიდანია დაინტერესებული, ამასთან, ტრანსფერს ხელი, შესაძლოა, კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამაც შეუწყოს.

ზიდანისა და პოგბას საიდუმლო შეხვედრაზე ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში წერდნენ

მოსალოდნელია, რომ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, ფეხბურთელების ფასი საგრძნობლად დაიკლებს, ამდენად, რეალში იმედი აქვთ, რომ ფრანგი ვარსკვლავის ფასი მინიმუმ 100 მილიონამდე დაეცემა.

პოგბასთან შესაძლო განშორების ფაქტს უკვე გაცილებით მსუბუქად აღიქვამენ თავად მანჩესტერშიც, რადგანაც სრულად გამაართლა პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერმა.

ამასთან, იუნაიტედში იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში ბირმინგემის ასტონ ვილადან ჯეკ გრილიშის გადაყვანასა შესძლებენ.

ინგლისურ გუნდში ისიც კარგად ახსოვთ, რომ ფრანგ ლეგიონერს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის, ამდენად, მისი გაყიდვა დროზე არის საჭირო.

მოსალოდნელია, რომ რეალი პოგბას ტრანსფერისთვის მაქსიმუმ გაიღებს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ათამაშდა ფედერიკო ვალვერდე და რეალ სოსიედადში იჯარის წესით გაშვებული მარტინ ედეგორის დაბრუნებაც იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები