Thumbnail

'რეალში ჩემი პირველი სეზონი ცუდი გამოვიდა' - აზარს მომავლის იმედი აქვს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ედენ აზარი მადრიდი რეალს გასულ ზაფხულს შეუერთდა
  • ბელგიელი გულშემატკივრებს მომავალ სეზონში პროგრესს პირდება

ედენ აზარი გასულ სეზონში კარგად გამოიყურებოდა და ლონდონის ჩელსისთან ერთად ევროპალიგის მოგება შეძლო. სეზონის ბოლოს, ხანგრძლივი ინტერესის შემდეგ, მადრიდის რეალმა ბელგიელი 130 მილიონ ფუნტად შეიძინა.

ესპანეთში მასზე დიდი იმედებს ამყარებდნენ, თუმცა 29 წლის ფეხბურთელი ცუდად გამოიყურება და მასზე დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებს. ედენმა ლა ლიგაში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, რაც მსგავსი დონის შემტევისთვის ცუდი შედეგია.

რეალში ედენ აზარის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტრავმიანობაა

ედენ აზარის ცუდ ფორმას რამდენიმე მიზეზი აქვს. ბელგიელი ტრავმებმა შეაწუხეს და დაზიანების გამო გუნდთან სრულფასოვან ადაპტაციას ვერ გადის. პრობლემა იყო მისი ჭარბი წონაც, რომლის გამოც მას ხშირად აკრიტიკებდნენ.

აზარმა Marca-სთან ინტერვიუში მადრიდულ კლუბში თავის პირველ სეზონზე ისაუბრა და აღიარა, რომ ცუდად თამაშობს, თუმცა მას მომავლის იმედი აქვს და გულშემატკივრებს მეორე, განსხვავებულ და უკეთეს სეზონს დაპირდა.

"მადრიდში ჩემი პირველი სეზონი ცუდია თუმცა არა მთლიანად. ეს ადაპტაციის სეზონია, დანარჩენზე მეორე სეზონში ვიმსჯელოთ. გუნდი ძალიან კარგია. მომავალ წელს როგორ ფორმაში ვიქნები, ეს ჩემზეა დამოკიდებული. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, კონტრაქტის მიხედვით აქ კიდევ 4 წლით უნდა დავრჩე", - განაცხადა აზარმა.   

კომენტარები

ბოლო ამბები