Thumbnail

ჰოსპიტალი მარაკანაზე - ბრაზილიაში კარდინალურ ნაბიჯებზე გადავიდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ლეგენდარული ბრაზილიური სტადიონი მარაკანა, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და 2016 წლის ოლიმპიადას უმასპინძლა, საველე ჰოსპიტლად გადაკეთდა.

ამიერიდან, ის იმ პაციენტებს მოემსახურება, რომლებიც კორონავირუსით არიან დაავადებულნი.

ცნობისთვის, ბრაზილიაში ვირუსით უკვე 2 554 ადამიანია ინფიცირებული, 59 კი გარდაიცვალა, რამაც ქვეყნის ხელმძღვანელობას კარდინალური ნაბიჯებისკენ უბიძგა.

სპეციალური განცხადება გააკეთა ფლამენგოს პრეზიდენტმა როდოლფო ლანდიმმაც, რომლის გუნდიც საშინაო თამაშებს სწორედ მარაკანაზე (ამჟამინდელი ტევადობა 78 ათასი ადამიანი) ატარებს.

“ამ საშინელ პერიოდში, მინდა, ჩვენს დიდ ნაციას ერთიანობისკენ მოვუწოდო. უკეთესი მომავლისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ”.

ფლამენგოს გარდა, დროებით ჰოსპიტლებად გადაკეთდება კორინთიანსის, სან პაულუს, ბოტაფოგოსა და სანტოსის სტადიონებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები