Thumbnail

‘დაივიწყეთ 100-მილიონიანი ტრანსფერები’ – ჰიონესი ახალი სამყაროს მოლოდინში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტი ული ჰიონესი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მალე ახალ საფეხბურთო მსოფლიოს ვიხილავთ.

“ყველა, ვინც ახლა პროგნოზს აკეთებს იმის თაობაზე, ტურნირები როდის განახლდება, მატყუარაა. ამის თქმა უბრალოდ შეუძლებელია.

ისიც მესმის, რომ ბევრი ამაზე ოცნებობს, რადგანაც თუნდაც უმაყურებლოდ თამაში ტელეტრანსლაციებიდან დიდ შემოსავალს მისცემთ.

დარწმუნებული ვარ, მალე სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება. რთული წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში 100-მილიონიანი ტრანსფერები ვიხილოთ.

ვფიქრობ, მომავალი 2-3 წელი სპორტსმენების ფასები ძალიან დაიწევს. შესაბამისად, ახალ საფეხბურთო სამყაროს ვიხილავთ”.

ჰიონესს, როგორც მოთამაშესა და ჩინოვნიკს, საერთო ჯამში, ბაიერნში 49 (!) წელი აქვს გატარებული. მან მიუნხენელთა პრეზიდენტის პოსტი 2019 წლის ნოემბერში დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები