Thumbnail

‘გული მტკივა და ვლოცულობ’ - კონორ მაკგრეგორმა ექიმებს მილიონი ევრო გადაურიცხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კონორ მაკგრეგორი კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს დაეხმარა. UFC-ის ირლანდიელმა სუპერვარსკვლავმა სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელი ინვენტარის შესაძენად ირლანდიაში არსებულ საქველმოქმედო ფონდს მილიონი ევრო გადაურიცხა. ამის შესახებ მაკგრეგორმა ტვიტერზე დაპოსტა.

კონორმა ირლანდიის მთავრობას მოუწოდა, ვირუსთან ბრძოლისთვის უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ. “როცა ვხედავ, რა ხდება აქ, ირლანდიაში და მთელ მსოფლიოში, გული მტკივა. ვლოცულობ,” - წერს მაკგრეგორი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მაკგრეგორის დეიდა ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. “ჩემი საწყალი, საყვარელი დეიდა. დედაჩემის და… ეს დაწყევლილი, სულელური ვირუსი…” - წერდა მაშინ 31 წლის ირლანდიელი სპორტსმენი ინსტაგრამზე.

დღეისათვის ირლანდიაში კორონავირუსის 1 564 შემთხვევაა დაფიქსირებული. ოფიციალური მონაცემებით გარდაიცვალა 9 და გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული - გარდაიცვალა 21 302 და გამოჯანმრთელდა 114 714 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები