Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდმა მანჩესტერ იუნაიტედს დორტმუნდის ბორუსია არჩია
  • როგორც სჩანს, ნორვეგიელმა ტალანტმა მშობლის რჩევა გაითვალისწინა

ალფ-ინგე ჰაალანდმა, რომელიც დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდის ერლინგ ჰაალანდის მამა გახლავთ, შვილის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ერლინგს ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი ეპატიჟებოდა, თუმცა, მან ბუნდესლიგაში თამაში არჩია.

“ვერავინ იტყვის, მისი ბედი როგორ წარიმართებოდა, სხვაგან წასულიყო. შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ეს, მხოლოდ მკითხაობაა.

სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ იქ უნდა წახვიდე, სადაც ყველა გელის და არა – მხოლოდ მთავარი მწვრთნელი, კონკრეტულად კი, სულშერი.

ის ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ, კლუბს ბოლო 5-10 წლის განმავლობაში როგორი შედეგები აქვს და რა მიმართულებით მოძრაობს”.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ერლინგ ჰაალანდმა სახელი ავსტრიულ ზალცბურგსა და ნორვეგიის ასაკობრივ ნაკრებებში შედეგიანი თამაშით გაითქვა, ბორუსიაში კი, მიმდინარე წლის იანვარში გადაბარგდა და მყის, დორტმუნდელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცა – 12 გოლი 11 მატჩში.

რაც შეეხება მამამისს, ალფ-ინგეს, ისიც საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ და ინგლისურ გუნდებში (ნოტინგემი, ლიდსი, მანჩესტერ სიტი) ორასამდე მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები