Thumbnail
  • არსენალი 3:0 უოტფორდი
  • პეტერ ჩეხის მე-200 მშრალად შენახული კარი
  • იოზილის 50-ე საგოლე გადაცემა

არსენალი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება, სან სიროზე მოგების შემდეგ ვენგერის გუნდმა სახლში უოტფორდი დაამარცხა და ოთხეულთან სხვაობა შეამცირა.

ჩრდილო ლონდონელები მატჩის დასაწყისში, 8' წუთზე მუსტაფიმ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში მხითარიანის პასით ობამეიანგმა ანგარიში გაზარდა - 2:0, ტაიმის ბოლოს გუნდის ახალწვეულებმა როლები გაცვალეს და ობამიეიანგის პასით მხითარიანმა საბოლოო ანგარიში - 3:0 დააფიქსირა.

მე-700 გამარჯვება

შეხვედრის 62' წუთზე ტროი დინის პენალტი პეტერ ჩეხმა მოიგერია, რამაც ჩეხს საუშალება მისცა კარიერაში მეორასედ პრემიერლიგაში კარი მშრალად შეენახა. ჩეხმა 38-ჯერ ეს არსენალის ფორმით გააკეთა, ხოლო 162-ჯერ ყოფილ გუნდში - ჩელსიში.

პირველი გოლის ეპიზოდში მუსტაფის პასი მესუთ იოზილმა გადააწოდა, შედეგად გერმანელი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად შესრულებული 50 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

არსენ ვენგერისთვის უოტფორდთან მოგება კარიერაში მე-700 გამარჯვება იყო, ჯამში ფრანგს არსენალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1,222 მატჩი აქვს ჩატარებული.

არსენ ვენგერი
"ვწუხვარ, რომ დღეს მოედანი არ გაივსო. ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ რაც წინ კვირას გავაკეთეთ, იმის მერე გულშემატკივრების ასეთი რეაქცია გასაგებია. იმედია ნდობას დავიბრუნებთ."

კომენტარები

ბოლო ამბები