Thumbnail

კორონავირუსი | უოტფორდმა ექიმებს თავისი სტადიონი დაუთმო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ინგლისის პრემიერლიგის კლუბი უოტფორდი ინიციატივით გამოვიდა, კლუბის საშინაო სტადიონის ინფრასტრუქტურა ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის სამსახურის თანამშრომლებს დაუთმოს. 

როგორც BBC იუწყება, მედიკოსებს შეეძლებათ საჭიროებისამებრ გამოიყენონ არენა Vicarage Road, რომელიც უოტფორდის ცენტრალური საავადმყოფოს სიახლოვეს მდებარეობს.

უოტოფორს ამ ნაბიჯით სურს, თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გავრცელებას განაგრძობს. 

უოტფორდს არენა სულ ცოტა 30 აპრილამდე მაინც არ დასჭირდება

ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ კლუბის მესვეურებს თავისი საჭიროებები უკვე გააცნო და სრული მხარდაჭერაც მიიღო. როგორც ირკვევა, უოტფორდის ინფრასტრუქტურას ექიმები სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, მათ შორის შეკრებისა და ვირუსთან ბრძოლის კურსების ჩასატარებლად გამოიყენებენ. 

ინგლისის პრემიერლიგაში ამჟამად პაუზაა. გასული 29 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ლივერპულია (82 ქულა), რომელსაც 25 ქულით მანჩესტერ სიტი ჩამორჩება. უოტფორდს 27 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას დამატებითი მაჩვენებლებით არის დაშორებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები