Thumbnail
  • ბორნმუთი 1:4 ტოტენჰემი

სპურსი, იუვენტუსის შოკიდან, დღეს ბორნმუთში გამოვიდა. პოჩეტინოს გუნდი შეხვედრას მეშვიდე წუთზე ჯუნიორ სტანისლასის გოლით აგებდა, მაგრამ სონმა თამაში მალე შემოატრიალა.

ანგარიში დელე ალიმ 34' წუთზე გაათანაბრა, ხოლო სპურსი ოთხშაბათს ბარძალის მიერ დაბიჯებულმა სამხრეთ კორეელმა სონმა 62' წუთზე დააწინაურა. სონმა მეორე ტაიმის მიწურულს დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ დროში სერჟი ორიემ დააფიქსირა - 1:4.

სონი და ორიე აღნიშნავენ გოლს ბორნმუთის კარში

მატჩის 34' წუთზე კლუბის საუკეთესო ბომბარდირი - ჰარი კეინი დაშავდა. "კი, კეინმა მხული იტკინა" განაცხადა პოჩეტინომ "მაგრამ ვნახოთ, ხვალ ან ზეგ სურათს გადავუღებთ და გავიგებთ რა სჭირს. დელე და როუზიც გავიყვანე, მაგრამ მათ მგონი არაფერი სჭირთ, უბრალო დაჟეჟილობა აქვთ"

მაურისიო პოჩეტინო
"იუვეს მერე ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, მგონი დავიმსახურეთ კიდეც მოგება, კარგად ვითამაშეთ."

ტოტენჰემი პრემიერლიგაში 61 ქულით მესამე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ლივერპულს ერთი ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები