Thumbnail

სტოიჩკოვი: ინტერვიუ რონალდოსთან? მე მხოლოდ საუკეთესოებს ვესაუბრები

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბულგარელთა ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ლიონელ მესის ფანია
  • ხრისტო სტოიჩკოვის რონალდოსადმი ანტიპათია ახალი ამბავი არაა

ესპანური ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა, ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.

სტოიჩკოვს ტელეარხზე Univisión საკუთარი გადაცემა აქვს და ინტერვიუები გარი ლინეკერთან, პეპ გვარდიოლასთან, რონალდ კუმანთან, პაოლო მალდინისთან, ფრანჩეკოს ტოტისთან და სხვებთან გაუკეთებია.

სწორედ ამის გამო, ხრისტოს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს რონალდოსთან გასაუბრებას, რაზეც ბულგარელმა ვეტერანმა საკმაოდ ხისტად უპასუხა.

“ინტერვიუებს მათთან ვაკეთებ, ვინც მომწონს, მათ შორის, ჩემი ახლო მეგობრებიც იყვნენ – გეორგე ჰაჯი და გეორგე პოპესკუ. 

აი, კრიშტიანოს კი არასდროს დაველაპარაკები. არ მინდა და იმიტომ.

ინტერვიუებს მხოლოდ საუკეთესოებთან ვამზადებ. ფეხბურთზე ვსაუბრობთ და მყვირალა სათაურებისთვის თემებს არ ვეძებ”.

ის, რომ სტოიჩკოვი მესის ფანია და რონალდოსადმი კარგი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა, ახალი ამბავი არაა.

მაგალითად, 3 წლის წინ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა ხრისტოს შემდეგმა განცხადებამაც:

“უდავოა, რომ ლეო პირველი ნომერია. ის ყოველთვის გუნდზე თამაშობს.

საოცარი ტექნიკა და ინტელექტი აქვს და ეგოისტი არაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ხალხი მესის დი სტეფანოს, პელესა და კრუიფს ადარებს, რონალდოს კი მესის ადარებენ. ამით, ყველაფერი ნათქვამია.

კრიშტიანო ლეოს დონეზე ვერასდროს ავა და რეალიც ვერ ითამაშებს ისე, როგორც – ბარსელონა”.

ეპიზოდი სტოიჩკოვის მონაწილეობით, განწყობის ასამაღლებლად

კომენტარები

ბოლო ამბები