Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადა გადადებულია - რა იქნება მომავალში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, გადადებულია. რა იქნება მომავალში? გთავაზობთ The Guardian-ის Q&A-ს ამასთან დაკავშირებით.

წაიკითხე | ოლიმპიადაც გადადებულია - ტოკიო თამაშებს 2021 წელს უმასპინძლებს

როდის გაიმართება ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

ოლიმპიადის ორგანიზატორებს ჰქონდათ იმედი, რომ გადადება მცირეხნიანი იქნებოდა, 1 ან 2 თვით, ახლა ეს შეუძლებელია. IOC-ის ოფიციალური განცხადებით, ოლიმპიადა 2020 წლის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს, არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულისა. 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ საუკეთესო ვარიანტი ოლიმპიადის ზუსტად ერთი წლით გადადებაა, თუმცა იყო საუბარი ტურნირის გაზახფულზე ჩატარებაზე. ეს ნაკლებადსავარაუდოა, რადგან იაპონიაში მარტსა და აპრილში საკმაოდ ცივა, თანაც, ეს დააზარალებს ოლიმპიადას, რომელიც NBA-სა და ფეხბურთის ვარსკვლავებს მოისაკლისებს.

რა იქნება ბილეთების ყიდვასთან დაკავშირებით?

ივნისის შემდეგ ბილეთები იყიდება, როგორც იაპონიაში, ისე ონლაინ რეჟიმში. ამ დროისთვის 5 მილიონ ბილეთზე მეტია გაყიდული, 7.8 მილიონიდან.

დიდი ალბათობით, ბილეთის მფლობელებს თანხები დაუბრუნდებათ.

რა ფინანსური და ლოჯისტიკური ზარალი მოყვება გადადების გადაწყვეტილებას? 

ოლიმპიადა დაახლოებით 10 მილიარდი ფუნტი ჯდება. ვარაუდობენ, რომ ოლიმპიური თამაშების გადადება იაპონიის GDP-ს 1.5%-ით დაწევს. რა თქმა უნდა, რადგან ოლიმპიადა გადაიდო და არ გაუქმდა ზარალი გაცილებით ნაკლები იქნება.

რატომ არ შეუძლია ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიადისთვის სახელის შეცვლა?

უკვე ძალიან ბევრი პროდუქტზე არის არსებული ლოგოს დიზაინი დამატებული, მათ შორის 5 ათასამდე ოლიმპიურ მედალზე. სახელის გადარქმევა წარმოუდგენლად გაზრდის ზარალს.

ოლიმპიური ჩირაღდანი...

ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიაში (საბერძნეთი) 12 მარტს დაენთო. პარასკევს ის იაპონიაში ჩავიდა. ის ახლა ფუკუშიმას პრეფექტურაშია, რომელიც 2011 წლის მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა. ჯერ უცნობია, როგორ და როდის იმოგზაურებს ჩირაღდანი, მაგრამ ერთი გადაწყვეტილია - ის იაპონიაში დარჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები