Thumbnail

პირველი ინფიცირებული ჩოგბურთელი – ბრაზილიელი თვითიზოლაციაშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბრაზილიელი ტიაგო სეიბოტ უაილდი პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა.

View this post on Instagram

Stay safe everyone 🦠

A post shared by Thiago Seyboth Wild (@thiagoswild) on

“ბოლო კვირა თვითიზოლაციაში გავატარე, ექიმების რეკომენდაციებს მივყვებოდი და ვცდილობდი, თავი დამეცვა.

მინდა, კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ საჭიროა შინ დარჩენა და ახლობლებზე ზრუნვა – მხოლოდ ეს შეუშლის ხელს ვირუსის გავრცელებას”, - განაცხადა სეიბუტ უაილდმა სოციალურ ქსელში.

ტიაგოს შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა, როდესაც ის ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გამართული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

20 წლის ბრაზილიელმა ჩოგბურთელმა ფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს 7:5, 4:6, 6:3 სძლია და ATP-ს ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.

სეიბუტ უაილდი მაშინ მსოფლიოს 182-ე ჩოგანი იყო, ამჟამად კი, რეიტინგში 114-ე ადგილი უკავია.

ცნობისთვის, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსით ბრაზილიაში უკვე 2 271 ადამიანია ინფიცირებული, 47 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები