Thumbnail

10 პროფესიონალი გეიმერი, რომლებმაც ისტორიაში ყველაზე დიდი ფულადი პრიზები მოიგეს

ბოლო წლებში, ვიდეოთამაშები დიდ ბიზნესინდუსტრიად გადაიქცა. ყოველწლიურად, გიგანტი გეიმერული სტუდიები, როგორიცაა EA, Bethesda თუ Activision, სულ უფრო და უფრო გაუმჯობესებულ თამაშებს სთავაზობენ მომხმარებლებს და დიდ მოგებასაც ნახულობენ. კვლევების მიხედვით, კომპიუტერული თამაშების სექტორის მთლიანი მოგება 2022 წლისთვის 196 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

თუმცა, შემოსავალი მხოლოდ დიდ სტუდიებს არ აქვთ; გეიმერებმაც მოძებნეს გზები საიმისოდ, რომ საკუთარი ჰობი მაღალანაზღაურებად პროფესიად ექციათ. ამის ორი ნათელი მაგალითია ე.წ. ''სთრიმერობის'' კულტურა და პროფესიონალური ელექტრონული სპორტი, რომელიც ინდუსტრიის უმაღლესი დონის გეიმერებს აერთიანებს. 

ელექტრონული სპორტის ტურნირებზე როგორც მოთამაშეების, ასევე მაყურებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და უამრავ ბრენდსა თუ ინვესტორს იზიდავს. პროფესიონალი გემიერებისთვის ეს ერთ რამეს ნიშნავს: მზარდ შემოსავალს. იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმეტესობა 30 წლისაც კი არაა, გასაკვირი სულაც არ არის, რომ თანამედროვე ბავშვები სწორედ გეიმერის პროფესიაზე ოცნებობენ.

წარმოგიდგენთ იმ გეიმერების ათეულს, რომლებმაც ისტორიაში ყველაზე დიდი ფულადი პრიზები მოიგეს.

10. ტონი “Lethul” ქემბელი – 578 000 $

თამაში: Halo, გუნდი: Sentinels

Halo-ს ეს ჩრდილოამერიკელი მოთამაშე, ამ ფრენჩაიზის 4 სხვადასხვა თამაშის ტურნირებზე მონაწილეობს, თუმცა წარმატება Halo 5: Guardians-მა მოუტანა. ტონი ქემბელმა 2016 წელს Halo-ს მსოფლიო თასი მოიგო და მის მაშინდელ გუნდ Counter Logic Gaming-თან ერთად 1 მილიონი დოლარი დაისაკუთრა. თუმცა, ამ გამარჯვების შემდეგ, ტონიმ, რატომღაც, გუნდი დატოვა. ამჟამად 26 წლის გეიმერი გუნდ Sentinels-ში თამაშობს.

9. ლი “Jaedong” ჯე დონგი – 642 000 $

თამაში: Starcraft: Brood War, გუნდი: Team 8

Starcraft: Brood War კიბერსპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დიდი ისტორიის მქონე ტურნირია. ამჟამად ტურნირი მხოლოდ კორეაში იმართება და ახალბედა მოთამაშის მიერ მისი გამოცდილი მოთამაშეების დამარცხება პირდაპირ გაუგონარი ამბავია. თუმცა, ლი ჯე დონგი სწორედ ის ადამიანი გამოდგა, ვინც ეს სტერეოტიპი დაამსხვრია: მას ჯერ ჩემპიონატი არ მოუგია, თუმცა სამეულში ადგილი რამდენიმე წელია გაინაღდა და თამაშის ახალი, ორიგინალური სტრატეგია დაამკვიდრა. ის წელს უკვე ტურნირის ვარსკვლავის, ლი “Flash” იანგ ჰოს მთავარ მეტოქედ მიიჩნევა. მან Starcraft: Brood War-ის ჩემპიონატებში 642 000 დოლარი მოიგო.

8. პარკ “Loki” ჯეონგ იენგი – 758 000 $

თამაში: PLAYERUKNOWN’S BATTLEGROUNDS (PUBG)

ეს 21 წლის სამხრეთკორეელი PUBG-ის მოთამაშე ბოლო წლებში ნამდვილ ქარიშხლად იქცა: მან უამრავი ტურნირი დაამთავრა სამეულში. 2018 წელს ტურნირი PUBG Global Invitational მოიგო, ხოლო 2019 წელს დამაჯერებელი უპირატესობით MET Asia Series-ში გაიმარჯვა. ამ ტურნირებიდან მან სულ 758 000 დოლარი მოიგო. აღსანიშნავია, რომ სამხრეთკორეელ ჩემპიონს კამერები დიდად არ უყვარს: სახეს არც სთრიმინგის დროს აჩვენებს და არც ჟურნალისტებთან ურთიერთობა მოსწონს.

7. დეიმონ “Karma” ბარლოუ – 804 000 $

თამაში: Call of Duty, გუნდი: Seattle Surge

ჩრდილოეთამერიკელი Call of Duty-ს ლეგენდა დეიმონ “Karma” ბარლოუ ერთადერთი პროფესიონალი გეიმერია Call of Duty-ის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. თუმცა, ამის გარდა, 26 წლის გეიმერს, ათობით სხვა ტურნირიც აქვს მოგებული თავისი 7-წლიანი კარიერის განმავლობაში. მისი საერთო მოგება ამ ტურნირებიდან 800 000 დოლარზე მეტია.

6. ჩო “Maru” სეონგ ჯუ – 808 000 $

თამაში: Starcraft 2

Maru-ს Starcraft-ს თითქმის ბავშვობიდან თამაშობდა: ის სულ რაღაც 13 წლის იყო, როცა პირველად მიიღო მონაწილეობა პროფესიონალურ ტურნირში. თუმცა, Maru-მ თავი ფანებს 2018 წელს დაამახსოვრა, როცა World Electronic Sports Games-ის ივენთზე Starcraft 2-ის ტურნირზე  808 000 დოლარი მოიგო. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც Starcraft-ის მოთამაშეს ოდესმე მოუგია. მაშინ 20 წლის, უკვე გამოცდილმა გეიმერმა, ფავორიტები - პარკ “Dark” რიუნგი და ჯონა “Serral” სოტალა დაამარცხა და თავი დაიმკვიდრა. ამის შემდეგ აღარავის შეჰპარვია ეჭვი Maru-ს შესაძლებლობებში. ის დღემდე ინარჩუნებს იაპონიაში Starcraft-ის #1 მოთამაშის ტიტულს. ხოლო მსოფლიო ლიდერბორში 23-ე ადგილზეა.

5. Feg – 1 000 000 $

თამაში: Shadowverse, გუნდი: Yoshimoto Libalent

გეიმერებს რომ ზოგადად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ინტერვიუების მიცემა არ უყვართ, ეს ცნობილი ამბავია, თუმცა Feg ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფიგურაა პროფესიონალურ კიბერსპორტში. ის Shadowverse World Grand Prix 2017-ზე გამოჩნდა, თუმცა მაშინ მთავარი პრიზის, 120 000 დოლარის მოგება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, 2018 წელს იყოჩაღა და გაზრდილი, 1 მილიონი დოლარის ღირებულების პრიზი და ჩემპიონის ტიტული მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ Feg-ს არავინ იცნობდა და მის გამარჯვებას არავინ ელოდა. ეს იაპონელი გეიმერის მიერ მოგებული ყველაზე დიდი თანხაა ისტორიაში.

4. ლი “Faker” სანგ-ჰიეოკი - 1 300 000 $

თამაში: League of Legends, გუნდი: T1

Faker ყველაზე პოპულარული გეიმერის ტიტულს სამართლიანად ფლობს: მან League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატი საკუთარ გუნდ T1-თან ერთად სამჯერ მოიგო. 23 წლის მოთამაშემ მსოფლიო ჩემპიონატი მისი კარიერის პირველივე წელს მოიგო და დღემდე ლიგის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა მსოფლიოში. სხვათა შორის, გასულ წელს, Riot-მა Faker-ს ჩემპიონატის MVP-ის (საუკეთესო მოთამაშე) ტიტული მიანიჭა და მისი საყვარელი გმირის, Zed-ის ''სქინიც'' შექმნა ლის გემოვნების მიხედვით.

3. ანდრეას “Xyp9x” ჰოისლეთი – 1 700 000 $ 

თამაში: CS:GO, გუნდი: Astralis 

დანიელი ''ქლაჩ'' მასტერი და Astralis-ის საფორთი ანდრეას ჰოისლეთი 2019 წელს, საკუთარ გუნდთან ერთად, მეოთხედ გახდა თამაშ CS:GO-ს ტურნირ StarLadder Major-ის გამარჯვებული. საინტერესოა, რომ გუნდის თავბრუდამხვევ წარმატებას თავად ანდრეასის დამსახურებად ბევრი მიიჩნევს. მან 2019 წლის 9 სექტემბერს გუნდთან ერთად 1 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა რა ნაწილი ერგო ამ პრიზიდან თავად ანდრეას ჰოისლეთს, უცნობია.

2. კაილ “Bugha” გეირსდორფი – 3 000 000 $

თამაში: Fortnite

Fortnite-ის ბუმი 2018 წელს დაიწყო და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერია. თამაშის გამოსვლის პირველივე თვეებშიც კი არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ Fortnite-ის პროფესიონალურ ლიგას სულ მალე ვიხილავდით და ასეც მოხდა: პირველი ტურნირი Fortnite-ის საერთაშორისო თასი, 2019 წელს გაიმართა და მისი გამარჯვებული კაილ გეირსდორფი გახდა. 17 წლის გეიმერმა, იმ დღეს 3 მილიონი დოლარი მოიგო.

1. იოჰან “N0tail” სანდერშტეინი – 6 800 000 $

თამაში: Dota 2, გუნდი: OG 

იოჰან სანდერშტეინი დანიელი პროფესიონალი გეიმერია, რომელიც ელექტრონული სპორტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სიის სათავეში 2019 წელს მოექცა - მას შემდეგ, რაც საკუთარ გუნდ OG-ს ზედიზედ მეორედ მოუტანა გამარჯვება Dota 2-ის საერთაშორისო ტურნირში. იოჰანი OG-სგან მიღებული ანაზღაურებასა და მოგებული პრიზების გარდა, ყოფილ გუნდებსა, TI8 და TI9-შიც კარგ ფულს შოულობდა. მისი მოგებების საერთო ჯამი 6.8 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ 26 წლის გეიმერისთვის მშვენიერი ქონებაა.

ალბათ, კარგად ხვდებით, რომ ელექტრონულ სპორტში წარმატების მიღწევა არც ისეთი ადვილია. ამისთვის პროფესიონალი გეიმერები დღეში 10-14 საათის განმავლობაში ვარჯიშობენ. თუმცა, მათგან ბევრის სწავლა ნამდვილად შეგვიძლია ჩვენს საყვარელ თამაშებზე. თუ ელექტრონული სპორტით დაინტერესებული ხართ, ადევნეთ თვალი პოპსპორტს. ფავორიტ მოთამაშეებსა თუ გუნდებზე ფსონის დადება კი ევროპაბეთზე შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები